LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროპის ფონდი გმობს „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” კანონპროექტს

ევროპის ფონდი გმობს „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” კანონპროექტს

დაპოსტა 2023/02/20-ში
A A
304
ნახვა
გაზიარება
ევროპის ფონდი გმობს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და იმედოვნებს, რომ პარლამენტი არ მიიღებს მსგავს ანტიდემოკრატიულ, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მიმართულ კანონს.
იხილეთ ევროპის ფონდის განცხადების სრული ტექსტი:

2023 წლის 14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ მოხდა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება,  რომელიც რუსეთის ფედერაციის (ერთადერთი ქვეყნის, სადაც  ამავე სახელწოდების კანონი მოქმედებს) მსგავსად მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მოქმედებების შეზღუდვას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერებას გამოიწვევს. კანონპროექტი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს. ნიშანდობლივია, რომ თავის დროზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ რუსეთის ფედერაციის კანონი „უცხოურ აგენტებზე“ ევროპის საბჭოს სტანდარტების დარღვევად შეაფასა. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ეს კანონი „სტიგმატირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ლახავს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას“.  მსგავსი უნგრული კანონი „უცხოეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის“ შესახებ  მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის სამართლის დარღვევად ცნო.

„ხალხის ძალის“ განცხადება იმის შესახებ, რომ კანონით „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული პოპულისტური კამპანიის ნაწილია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების  წყარო უმეტეს შემთხვევაში,  საქართველოსა და  უცხოურ სახელმწიფოს (ან საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის დადებული შეთანხმებებია. ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული დაფინანსების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებაზეა მიმართული და მას უშუალოდ საქართველოს მთავრობა განკარგავს.  ამ დაფინანსებიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის (როგორიცაა მაგალითად მმართველობის გამჭირვალობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საჯარო პოლიტიკის შექმნაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა) გაცილებით მცირე წილი გამოიყოფა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კონკურსის საფუძველზე იღებენ.

პარიზის დეკლარაციისა და  დახმარების ეფექტურობის სხვა შეთანხმებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უცხოური დახმარების ეფექტური მართვა, ხოლო დონორები ვალდებულნი არიან ეს დახმარება  საქართველოს მიერ შემუშავებულ განვითარების სტრატეგიებს დააფუძნონ. უცხოური ფინანსური დახმარების ზედამხედველობას, მისი ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, უკვე დიდი ხანია აწარმოებს პრემიერ-მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. აღსანიშნავია, რომ არსებობს უცხოური დაფინანსების წყაროებისა და მიმღებების რეესტრი და რეგულარულად ხორციელდება ამ დაფინანსების მიმღებთა ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი. უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია საშუალებები არ სარგებლობენ დამატებითი საგადასახადო შეღავათებით, ხოლო საქველმოქმედო სტატუსის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროში ყოველწლიურად წარადგენენ დამატებით ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშებს. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების უმრავლესობა  გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, საჯაროდ წარმოადგენს ინფორმაციას კონკრეტული დონორებისა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ, როგორც საკუთარ ვებ-გვერდებზე, ასევე მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

ევროპის ფონდი კიდევ ერთხელ გმობს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ  კანონპროექტს და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მსგავს ანტიდემოკრატიულ, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მიმართულ კანონს.

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
კაცი სახლში შებრუნდა,  ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა – ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილამდე გუშინვე გამოიყვანეს. მიუხედავად ინტენსიური ნალექისა, შესაბამისი ტექნიკა სამუშაოებს ადგილზე მაინც ახორციელებს. "ცენტრალურ საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივლისს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +32 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი.   ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22.   ბათუმში წვიმას ვარაუდობენ,...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
მთავარი

სტიქია იყო ლენტეხში - ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, მდინარის ადიდების გამო, დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან. კურო შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ...

დაწვრილებითDetails

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში “ელიაობას” Goofy Lnad-ის კონცერტი აღარ გაიმართება – შესყიდვა გაუქმებულია

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის,  მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწვრილებითDetails

სად არის გიურზას გავრცელების არეალი-ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ...

დაწვრილებითDetails

რეტროგრადული მერკური ამ 2 ზოდიაქოს ნიშანს ყოფილებთან დააახლოებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მერკურის რეტროგრადული პერიოდი გვპირდება, რომ კვლავ შეგვახსენებს წარსული თავს. ტრადიციულად, ამ დროს ძველი ნაცნობები და დაუმთავრებელი ისტორიები ბრუნდება. განსაკუთრებით ეს ორი ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება: მერწყული მერწყულისთვის, როგორც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო რეკომენდაციები ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როცა თავსმოხვეული არ იქნებოდა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამის ფონზე ევროპელთა რეკომენდაციებში დიდ გაწბილებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"