LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის ჩამონათვალში თბილისიც მოხვდა – ხმის მიცემა დაწყებულია

დაპოსტა 2020/01/15-ში
87
ნახვა
გაზიარება

“ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს 14:59 საათზე დასრულდება.

კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in, ხოლო ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

ხმის მიცემა შეიძლება ნებისმიერი გეოგრაფიული ადგილიდან. კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად კი შექმნილია სპეციალური ჰეშთეგი #votefortbilisi

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსზე წარსადგენად მერიამ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეარჩია. მისივე თქმით, ფოტოები გადაღებულია თბილისის სხვადასხვა უბნებსა და ადგილებში.

“ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული.

ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.

თეგები: ევროპის საუკეთესო მიმართულებებითბილისი
გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
156
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
177
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
3.8k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
670
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
3.3k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
54
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
45
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails

ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია

დეკემბერი 16, 2025
162
მთავარი

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა – რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია? სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ...

დაწვრილებითDetails

მაშანტაჟებდნენ – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 16, 2025
112
მთავარი

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში. ორგზის ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართველ მებრძოლ ქალზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 16, 2025
163
მთავარი

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 28 წლის ქართველ ქალს, ნინო კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».