ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ლაშა ბექაური ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 53-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების გუნდური გათამაშების გამარჯვებული, ლაშა ბექაური – ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს