ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე, რომელიც მათი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციებს, ეწინააღმდეგება.
გთავაზობთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გამოქვეყნებულ განცხადებას:
„სექტემბერში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ იმედს გამოვთქვამდით, რომ პარლამენტი გამოასწორებდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებს“, – წერია განცხადებაში.