არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” ინფორმაციით, გელათის ტაძარი კვლავ საფრთხის წინაშეა. მათ დღეს გელათში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სამუშაოებში ჩართულ ახალ კომპანიასაც უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, მოჩვენებითია.
ორგანიზაციის წევრის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ტაძარში ექსპერიმენტები გრძელდება, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის, ამასთან, ის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. ბარათაშვილი გელათის გადახურვის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. ბრალდებებს არ ადასტურებს კომპანიის “ბაგინეტი +” წარმომადგენელი. არჩილ ყიფიანის თქმით, წინა კომპანიის შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები ნამდვილად გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაც ახლა მიმდინარეობს.