LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ”

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ”

დაპოსტა 2025/02/13-ში
A A
241
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან – “ევროპის სახალხო პარტიის”, “სოციალ-დემოკრატების” „კონსერვატორებისა და რეფორმისტების” , “განახლების” და “მწვანეების”.

რეზოლუციით, ევროპარლამენტი:

„გმობს „ქართული ოცნების“ „ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივ რეპრესიებს;

ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის საბაზისო უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა;

საქართველოს „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

არ აღიარებს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; [ევროპარლამენტი] შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;

აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას“, – ნათქვამია ტექსტში.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.

ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს”.

„მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობა აშკარად დამოკიდებული გახადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი თარიღის დანიშვნაზე და მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება;

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის დაშვებაში და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებაში;

მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და მას პირადი სანქციები დაუწესოს;

[ევროპარლამენტი], ამ მხრივ, მიესალმება ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ ორმხრივად მიღებულ სანქციებს, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ უკვე მიღებულ [სანქციებს];

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, და „ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს;

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს მათ, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და „რუსთავი 2 “ – მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, – აღნიშნულია ტექტსში.

ასევე რეზოლუციით ევროპარლამენტი:

„მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებისთვის;

იმეორებს ევროკომისიისა და საბჭოსადმი თავის მოწოდებას, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით თუ ჩათვლილ იქნება, რომ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის;

გმობს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გამოყენებულ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს;

მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ, ვინც ანტი-სამთავრობო პროტესტების დროს დააკავეს;

მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც ახლა ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს მისი უკანონო დაკავების გამო და კრიტიკული, შეუბრუნებელი და სიცოცხლისადმი საფრთხის შემცველი რისკების წინაშე დგას;

გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და ცემას, რამაც მისი ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია, რასაც მოყვა 2025 წლის 2 თებერვალს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებები, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა, რაც სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაციაა “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;

გვახსენებს 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში ელენე ხოშტარიას დაკავებას”, – წერია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციაში ცვლილება დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

„ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითდანიშნულ ხელისუფლებას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და სრულად ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას მიადგება“, – აღნიშნული იყო რეზოლუციის პროექტში.

მესამე შესწორება კი გარდა აღნიშნული ტექსტისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. „მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ“.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"