ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს,ვარიანტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც მოიცავს – ინფორმაციას Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს
“ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას”, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ მიზეზი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონის მიღებაა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის ფონდების გაყინვა.