აშშ-ის კალიფორნიის შტატში ტყის ახალი ხანძრები გაჩნდა. ცეცხლი ლოს-ანჯელესს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. დღე-ღამის განმავლობაში ათზე მეტი შენობა დაიწვა და ცეცხლი ასობით სახლს ემუქრება.
ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩართეს. სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო თვითმფრინავი მონაწილეობს, რომელის წყალს ჰაერიდან ასხამს.