,,დღე მეათე. ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. იბრძვი შიშიშველი ხელებით. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად, რომლებიც ლოცულობენ შენი სიცოცხლისთვის. საავადმყოფოდან საავადმყოფომდე. სასწრაფოს მანქანიდან საავადმყოფოს კარამდე. ტკივილი. მაგრამ ტკივილზე აუტანელი დედის აცრემლებული თვალები ,რომელიც, არ გტოვებს. არ გაძლევს საშვალებას დანებდე. იბრძვი საკუთარი სიცოცხლისთვის და არა მხოლოდ. შენ იბრძვი კიდევ ბევრი ადამიანის კარგად ყოფნისთვის შენს უკან არმია დგას ემიგრანტების და მეგობრების.. მარტო გადიხარ ყველა გზას. ცრემლებს ყლაპავ და საკუთარ თავს ეკითხები რატო შენ. რატომ შენი შვილები და რატომ შენი ოჯახი. ბევრს ფიქრობ ბევრ ცრემლს ყლაპავ. მუხლები გიკანკალებს და ბედნიერების მოლოდინში გადის ყველა წუთი. ექიმის ბედნიერი სახე ცვლის იმ წინა ექიმის დამწუხრებულ სახეს. პასუხი უარყოფითია მისი ბედნიერებით აკანკალებული ხმა იცავს შენი პალატის კედლებს. კიდე მეორედ გიმეორებს გილოცავ ეს შეძელი შენ ძლიერი ხარ.მაგრამ რჩები სახლში. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა მე დღეს კიდევ ერთხელ დავიბადე. ემიგრანტებო ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვოთ. ჩვენ ეს შევძელით. ტესტი უარყოფითია. მე გიბრუნდებით თუმცა მაინც ვრჩები სახლში. დარჩით თქვენც და ნუ გაივლით ჩემს გზას. მიყვარხართ. ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად მე ეს შევძელი შეუძლებელი არაფერია მთავარია საკუთარ თავში იპოვო ძალა.❤” წერს ქართველი ემიგრანტი გოგონა.
როგორი ამინდი გველის შაბათ-კვირას საქართველოში
27-28 ივლისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, meteo.gov.ge-ის თანახმად ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. 27 ივლისს - შაბათს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,...