“დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი” – ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უცხო პირი აშინებს – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ინფორმაციას ერთ-ერთმა მშობელმა მოაწოდა. მან მიმოწერის ფოტოც გაგვიზიარა.
მშობლები შიშობენ ეს მიმოწერა თამაშს “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდებოს.
მისი თქმით საშიში წერილები მე-3 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ორი მე-6, ერთი კი მე-9 კლასელია.
როგორც მიმოწერდიან ჩანს ბავშვებს უცნობი პირი “Facebook User”-ის სახელით წერს.
მიმოწერაში ვკითხულობთ : “მოგესალმები ნინი (სახელი შეცვლილია), მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა, მე ვიცი რომ შენ სწავლობ 3 საჯარო სკოლაში, შენი საუკეთესო მეგობარის (სახელს არ ვასახელებთ), და მანდატურის შვილი ხარ, მე ყოველთვის გითვალთვალებ, მაშინაც როცა სკოლა მორჩება, მე ყოველთვის გიყურებ. ვიდეოკამერებიდანაც კი ვერ მიყურებ, როდესაც მანდატურის ოთახში ვარ და ვერც ისე. დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი.”
მეორე მიმოწრაში წერია “ვიცი რომ ფეხბურთში დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია (სახელს არ ვასახელებთ), მასაც მივწერთ, გული არ დაგწყდეს.”
როგორც წყარომ “მეგა ტვ”-თან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე მათ სკოლის დირექცია შეხვდა და გააფრთხილა რომ, ყურადღებით იყონ, გადაამოწმონ ბავშვების მობილურები. მისივე თქმით მათ სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ.