დღეს ქუთაისში რესტორნები ხალხმრავალ ქორწილებს მასპინძლობენ

წყაროს ინფორმაციით, ქუთაისში არსებული თითქმის ყველა რესტორანი ხალხმრავალ ქორწილებს მასპინძლობს, მათ შორის, სავარაუდო სტუმართა რაოდენობა 300-400 კაცს აღწევს.
ამ ფაქტის გადასამოწმებლად მისულთ რესტორან ,,ასტორიას ” რკინის ჭიშკარზე აფარებული ფირფიტები დაუხვდათ.
ჩვენ შევეცადეთ ინფორმაციის შსს-ში გარკვევას. მათ განაცხადეს, რომ ისინი ადგილზე გადაამოწმებენ აღნიშნულ ინფორმაციას.
p.s. მაშინ, როცა კოვიდ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, კანონმორჩილებასთან ერთად მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო.
რას ფიქრობ ამ ამბავზე?
შემდეგი სტატია,,აიცერი და გაგრძელე საქართველო”-გოგა გეგია