LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა

დაპოსტა 2024/11/19-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.

“მეფე”  1961 წელს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტი 1982 წელს დაამთავრა .

1990 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიარა თანამედროვე პოეზიის კურსი. მისი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ “არიშთან” ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ინდი ჟანრის კოლექტივი “ტაქსი”. მისი პირველი სოლო-დისკი, “Svan Songs” ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს(გერმანია). 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი “აფრენ”. მორიგი სტუდიური დისკი “ამო” გამოჩნდა 2001 წელს; 2004 წელს – ალბომი “სავსე”. მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი “ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, “თეთრი ღმერთი”. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებული, ლექსები. დაწერილი აქვს მუსიკა ფილმისათვის”ორფეოსის სიკვდილი”.

მუსიკოსო 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ ჩანაწერს, როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი ირაკლის დაბადებას.

„1961 წლის 19 ნოემბერს ბიჭი შეგვეძინა, ირაკლი. მაშებით გამოიყვანეს და პარეზის გამო პირველ დღეებში ძალიან ცუდი შესახედი იყო. ფილტვების ანთებაც დაემართა და ერთხელ მაგიდიდანაც ჩამოგვივარდა. ჯერ კიდევ მშობლებთან, კამოს 4-ში ვცხოვრობდით, თუმცა მალე, ნანას დედამ 30-იანებში დახვრეტილი მეუღლის რეაბილიტაციის საფუძველზე, ვაკეში, არაყიშვილის 8-ში მიიღო ბინა და იქ გადავედით.

მე არქიტექტორობას შევეშვი და სწავლა უცხო ენათა ინსტიტუტში განვაგრძე. ბავშვობაში დორას მიერ ნასწავლი ინგლისური გამომადგა, თუმცა გადავწყვიტე მისი ცოდნა, ასე ვთქვათ, სრულქმნილებამდე მიმეყვანა და დღეში 100 ახალ სიტყვას ვსწავლობდი. მშობლები თვეში 80 მანეთს მაძლევდნენ. დამატებით ფულს მაუდ-კამვოლის კომბინატთან და რადიოქარხანასთან არსებული თვითმოქმედი ორკესტრების ხელმძღვანელობით და მათთვის პარტიტურების წერით ვაკეთებდი. ზოგჯერ ტრიკოტაჟის ქარხნის კლუბში ცეკვებზეც ვუკრავდი. თუმცა თანდათან ინგლისურის მასწავლებლობაზე გადავედი.

ჩემი პირველი მოწაფეები მეზობელი ბავშვები – ირინა გორგაძე და და-ძმა გოგოტაძეები იყვნენ. ირაკლი იზრდებოდა და მზარდი ინტერესით უსმენდა ჩემს ფორტეპიანოზე დაკრულს. ერთხელაც თვითონ მიუჯდა მოსკოვიდან ჩამოტანილ, ყოველთვის ოდნავ აშლილ Красный Октябрь-ს და გამომიცხადა, ახლა მე დაგიკრავ იკაროსის და დედალოსის ამბავსო. თავისი პირველი კომპოზიცია ირაკლიმ დაღმავალი გლისანდოთი დაამთავრა – იკაროსი ზღვაში ჩავარდა“.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
მთავარი

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.  ️ადგილობრივი...

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში,ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
მდინარე რიონში,ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში მეორე დღეა, ახალგაზრდა 19 წლის გოგოს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. სამუშაოები გვიან ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა
მთავარი

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისში დიდი 10-ის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
მთავარი

2021 წლის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ ორი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

“მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს,სიმართლე ჩვენ მხარესაა” – პუტინი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს,სიმართლე ჩვენ მხარესაა” – პუტინი
მთავარი

სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
მთავარი

ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც სიმღერა ფანჯრების დარაბებიდან ისმის და ლეგენდების ისტორიები ფონად მიჰყვება. თანამედროვეობის ქუთაისურ ამბებს, მაკდონალდსი 2010 წლიდან შეუერთდა, არა მხოლოდ გემრიელი ბურგერებით, არამედ თავისი ხარისხით, მომსახურების სტანდარტებით...

დაწვრილებითDetails

“80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, 80 წლის წინ მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წარსულის...

დაწვრილებითDetails

“9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"