სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, დღეს 11 სექტემბერს პროკურატურას საჩივრით მიმართავს, რათა გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა. გოდოლაძე ამბობს, რომ თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია.
მისივე განცხადებით, საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
“ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ”, – წერს გოდოლაძე.