გურიაში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპულ 12 წლის იური გუჯაბიძეს დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი.
გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის.