”დღეებს ითვლის ჩვენი გუნდი” – ტორპედოს ფანები 30 იანვარს მერიასთან აქცის გამართავენ.
”’ხვალ 14:00 სათზე ყველანი ვიკრიბებით ქალაქის მერიის წინ , როგორც უკვე გაიგებდით არ გამოელიათ ეს ტყუილები და აწყინათ ამათ სიწყნარემ 🙂
დღეებს ითვლის ჩვენი გუნდი და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერაა საჭირო , მოდით მეგობრებო არ მოვიტყვილოთ თავი არ დავაჯმევინოთ თავზე არავის და ვიომოთ უკანასკნელ წამებამდე !!!
გელოდებით ყველას ხვალ 2 საათზე მერიასთან :* თუ ტორპედო გაიწირა 5 ლიგისთვის ქუთაისში საბოლოოდ მოკვდება ფეხბურთი და არ ექნებათ მომავალი ახალგაზრდა თაობებს , ასევე ყველა ტელევიზიას და მედია საშუალებას გთხოვთ მოხვიდეთ და ბოლოსდაბოლოს გავიგოთ რაჯანდაბა ხდება ჩვენს თავს :)))
ერთად ყველაფერს შევძლებთ დასაკრგი აღარაფერი გვაქ #ჩვენვართტორპედო
უბრალოდ გთხოვთ და გემუდარებით მოდით ხვალ და დაუდექით გვერდით სიმართლეს და თქვენი ქალაქის სიამაყეს!” – აცხადებენ ტორპედოს ფანები.