აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ. ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.
წყვილმა მედიას არაერთი უხერხული მომენტით დაამახსოვრა თავი.
წყარომ გასულ კვირას CNN-ს განუცხადა, რომ მელანიას დიდ საძინებელ ოთახში ეძინა, რომელიც ზოგადად პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ტრამპს პირად საძინებელში.
„დონალდ ტრამპს ეძინა საკუთარ საძინებელში, რომელიც სხვა ადმინისტრაციების დროს სამუშაო ოთახი იყო“, – ამბობს წყარო.
სტეფანი უინსტონ ვოლკოფი, მელანიას ყოფილი ახლო მეგობარი და წიგნის „მელანია და მე“ ავტორი ამბობს, რომ ტრამპს და მელანიას ცალ-ცალე ეძინათ და ეს იყო „ტრანსაქციული ქორწინება“.
„მე მჯერა, რომ ეს არის ტრანსაქციული ქორწინება“,- განუცხადა სტეფანიმ გასული წლის სექტემბერში BBC-ის.
განმარტებისთვის, ტრანსაქციულია შეთანხმება, რომელსაც თან სდევს ურთიერდათმობები.