მე არ მითქვამს, რომ არ ვაპირებდი ტესტირებას , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, მას შემდეგ, რაც მას კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.
მისი თქმით, ის სავარაუდოდ ტესტს გაიკეთებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის.
ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
CNN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი დაესწრო სადილს, რომელსაც ტრამპმა უმასპინძლა ფლორიდაში.