კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ცნობით, უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა.
“ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა…
მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავსო, – გუსტავ ფლობერი წერდა…
ჩვენს უნივერსიტეტსაც მოუკვდა თავისი სულის სამი დიდი ნაწილი ამ რამდენიმე დღეში…
კაფკასი არ იყოს, იქნებ, ცხოვრების აზრი მართლა იმაშია, რომ ოდესმე ის წყდება…
მაგრამ როგორი ძნელია ერთი კვირის რადიუსში კიდევ ერთი მეგობრის, კიდევ ერთი კოლეგის სიკვდილს შეხვდე…
შეხვდე და იგრძნო… იგრძნო და გეტკინოს…
ეკა ჩიკაშუა, ჩვენი უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი აღარაა.
აღარაა კიდევ ერთი დიდი სიკეთე დედამიწაზე…
აღარაა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი, შვილი, პროფესიონალი…
დიდხანს იბრძოდა…
დიდხანს ცადა, დედამიწაზე დარჩენილიყო… მაგრამ… ყველაფერი დასრულდა…
თუმცა, ვინ იცის, რა სრულდება სიკვდილით და რა იწყება მის მიღმა?
თუმცა, ვინ იცის, სად ჯობს და რატომ?
ორი მცირეწლოვანი შვილის დედისთვის დედამწიაზე დარჩენა სჯობდა, ცხადია…
ამიტომაც იბრძოდა ასეთი თავგანწირვით სიცოცხლისთვის, ალბათ…
ეკა ჩიკაშუამ დაასრულა „ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა“…
ჩვენ „ლამაზი მეგობარი გვყავდა“…”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ფეისბუქპოსტში.