უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
ოფიციალურმა ლონდონმა სასანქციო სიაში 33 ჩინოსანი და კოლაბორაციონისტი შეიყვანა, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.
„ე.წ. „რეფერენდუმები“, რომლებსაც იარაღის მუქარით ატარებენ, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ „რეფერენდუმების“ შედეგებს. ბრიტანეთის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფიქტიური რეფერენდუმების უკან დგას, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ ამ აგრესიულ ომს მხარს უჭერენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერმა.