საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ეპიდაფეთქებაა მოსალოდნელი.
ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
სიმართლე მწარე არის.
ქალბატონ მინისტრს ვეთანხმები.
დიახ, აფეთქება იქნება კიდევ უფრო დიდი.
ერთი კორექტირება, სანამ არ შევაჩერებთ ყველა სათანადო ზომებით ამ ვერაგ ვირუსს ის გააგრძელებს თავის ვერაგ საქმეს.
როდის იქნება “პიკი?!”- არის 2 გზა:
ლოკდაუნის შემოღება – ჩაკეტვის შემოღებიდან პიკი იქნება 2 კვირაში!
საქართველოს ინოვაციური მიდგომა ანუ, ახლა რაც არის, მოსახლეობის 60% ინფიცირება + 20% აცრა =80% საზოგადოებრივი იმუნიტეტი – ამ 80% ალბათ “მივაღწევთ” 4-5 კვირაში!
იქნებ ვიფიქროთ და ევროპული გზა ავირჩიოთ?!
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია.
QR მწვანე კოდის დანერგვა (გადმოვიღოთ ფრანგული მეთოდით, არაფერი “ჩვენებური” არ გვინდა რა)”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.