LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დეფორმირებული საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეული კედლები და ევაკუირებული 52 ოჯახი – ვაშლიჯვარში 9 სართულიანი სახლის მშენებელი კომპანია “თორის” დამფუძნებელი დაპატიმრებულია

დეფორმირებული საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეული კედლები და ევაკუირებული 52 ოჯახი – ვაშლიჯვარში 9 სართულიანი სახლის მშენებელი კომპანია “თორის” დამფუძნებელი დაპატიმრებულია

დაპოსტა 2024/08/31-ში
A A
107
ნახვა
გაზიარება

ახალი საცხოვრებელი კორპუსი თბილისში, რომელიც უკვე ინგრევა – ვაშლიჯვარში მდებარე 9 სართულიანი სახლი დაცარიელებულია, მისი მშენებელი კი, პატიმრობაში იმყოფება.

9 სართულიან კორპუსში, ახლა 52 ოჯახი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა შენობა დალუქულია და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ირკვევა, რომ არზაყან ემუხვარის 9 ნომერში განთავსებული ბინები, მაცხოვრებლებისთვის საშიშია.

ბზარები კედლებზე და დეფორმირებული შენობა – ეს იმ დაზიანებების არასრული ჩამონათვალია, რომლის დანახვაც კორპუსში შესვლის გარეშეც შესაძლებელია.

კორპუსში ცხოვრება რომ საშიში იყო, იქ მცხოვრებლებმა ახალმოსახლეობიდან რამდენიმე დღეში გაიგეს. როგორც ისინი “კურიერთან” ჰყვებიან, შენობაზე ბზარები თავდაპირველად გარედან შეამჩნიეს, მალევე კი კედლები მათ ბინებშიც ჩამოინგრა.

ფაქტის შემდეგ, კორპუსის მაცხოვრებლებმა დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართეს, შესაბამისმა სამსახურებმა, იმავე დღეს, დაზიანებული კორპუსი შეამოწმეს. აუცილებელი გახდა ოჯახების ევაკუაცია და მათი ქირით გაყვანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, საინჟინრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ დეფორმაციები მძიმე დაზიანებათა ხარისხს მიეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

გამოძიების ინფორმაციით, კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რაც კანონდარღვევაა და სამშენებლო ნორმებზე მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება.

უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემისთვის, სამართალდამცველებმა ერთი პირი – სამშენებლო კომპანია “თორის” დამფუძნებელი დააკავეს. რობერტ გაბუნიას საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა ჩატარდა, მოსამართლემ ბიზნესმენი 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებამდე, ბრალდებული თავის მართლებას ცდილობდა და კორპუსიდან ევაკუაცია მხოლოდ პანიკას დაუკავშირა.

პროკურატურის ინფორმაციით, რობერტ გაბუნიამ კორპუსი 2022 წელს ააშენა, მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. ავარიული შენობის ჩაბარებით, მეპატრონეების საერთო ზარალი 10 მილიონზე მეტი ლარია.

სამშენებლო კომპანია “თორის” დამფუძნებელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
მთავარი

მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

“მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც...

დაწვრილებითDetails

დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს, გაგიჟებულხართ ხალხო! -ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო! არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა”-ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ” – კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური,...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა – როგორია ფასები დღეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 4 აპრილიდან დღემდე ზრდა 14 თეთრამდეა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 94 თეთრით გაძვირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე და საქართველოში ოქროს ფასი შემცირდა, თუმცა ფასის ცვლილება მინიმალურია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 784 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"