“ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო რო სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ.” – მომღერალი თიკა მახალდიანი დედის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ პოსტს აქვეყნებს.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2727244870731127&set=a.239191209536518&type=3&theater
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თამარ ანთელავას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სოსო გაბრიაძე დააკავეს.