დედამიწაზე სხვა გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები რეგულარულად ფიქსირდება. ჩვენს პლანეტაზე რადიოსიგნალები უცხო გალაქტიკებიდან აქამდეც მოდიოდა, თუმცა მას რეგულარული სახე არასდროს ჰქონია.
როგორც CNN წერს, რადიოსიგნალი ყოველ 16 დღეში ერთხელ მეორდება. მეცნიერები გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ეტაპზე მისი წარმომავლობის გასარკვევად ინტენსიურად მუშაობენ.
რადიოსიგნალები კანადის CHIME-ის ობსერვატორიაში დააფიქსირეს. თავდაპირველად, ოთხი დღის განმავლობაში სიგნალი დედამიწაზე ყოველ დღე, საათში ორჯერ მოდიოდა. შემდეგ კი შეწყდა, თუმცა 12-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ახლა ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის.