“დახვდი კობახიძეს”-ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, რომ პროტესტით დახვედროდნენ პრემიერმინისტრს, რომელიც ყოველ შაბათს თსუ-ში ლექციებს ატარებს და ამ ფორმით გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. თუმცა, უცნობია კობახიძე მივიდა თუ არა უნივერსიტეტში, რადგან წინა შესასვლელთან ის არ გამოჩენილა.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტები კობახიძეს პროტესტით ხვდებიან.