საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი დაჭრეს, რომელსაც დაზიანებები სანადირო თოფით თავის არეში აქვს მიყენებული.
მედიის ცნობით, დაჭრილი სავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.