რუსთავში დაჭრილი გიორგი მღებრიშვილი, ფიქრობს, რომ მომხდარის მიზეზი პოლიტიკურია. მღებრიშვილი მთავართან მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ კამათი ბრალდებულთან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო არაერთხელ ჰქონია:
“განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გვაქვს და მოხდა ამის გამო, ერთად გაზრდილები ვართ და უამრავჯერ შევკამათებულვართ განსხვავებული აზრის გამო, მაგრამ ამ დონეზე არასოდეს საქმე არ მისულა” ამბობს მღებრიშვილი.
“მთავარი” რუსთავის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სურდა, თუცა ლევან ონიანმა მთავარის კითხვებს არ უპასუხა და პრესსამსახურის საშუალებით უარი შემოუთვალა. მან მომხდარზე კომენტარი არც სატელეფონო საუბრისას გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ “მთავარ არხს” კომენტარს არ აძლევს.
რაც შეეხება მაჟორიტარს, ნინო ლაცაბიძე “მთავარის” გადამღებ ჯგუფს რუსთავში, სამუშაო ადგილზე არ დახვდა.
ინციდენტი გუშინ აპრილს მოხდა. შსს-მ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ დააკავა.
ინფორმაციას https://mtavari.tv/ ავრცელებს.