თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, ასევე შეზღუდეს ტელეფონებით გადაღება ეზოშიც.
ჟურნალისტები სინდისის პატიმრების პროცესის ვიდეოგადაღებას ვერ ახერხებენ. სხდომებზე მედიას მხოლოდ მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში დაუშვებენ. განცხადებები ჟურნალისტებს დაწერილი აქვთ, მაგრამ საბჭო კავშირზე ამ დრომდე არ გამოდის.
მათ რესპოდენტების ჩაწერა სასამართლოს ეზოს გარეთ უწევთ.
ადვოკატები მედიას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი არ ახსოვთ, რომ მედიისთვის გადაღება აეკრძალოთ.
2016 წლიდან ვმუშაობ ამ სფეროში და დახურული სასამართლო შენობა და ეზო, მედიებისთვის არ მახსენდება, გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. გვექნება შესაბამისი მოთხოვნა, სასამართლოს შემადგენლობის მიამრთ, რომ უზურნველყონ, ან მინიმუმ ინფორმაციულ დონეზე გაგვაგებინონ ადვოკატებს, ვინ ან, რომელი შეძლებს გადაღება უზრუნველყოს- განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.