“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
69 წლის ქალს დაზიანებები ნაღმის აფეთქების შედეგად სახის არეში აქვს. 49 წლის კაცი კი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.