ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან – თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა და სამი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ და თვითმხილველების ცნობით, ამ დროისთვის გზა გადაკეტილია.