,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე თავისი არჩევანი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლაში მე-14 უბანზე გააკეთა.
”დღეს ხმა მივეცით ქუთაისის მომავალს, ქუთაისისა და საქართველოს ერთობას. საქართველოს გაბრწყინებას და კიდევ ერთს, რაც მნიშვნელივანია ამ პერიოდში – დიალოგს. დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, რომელიც აუცილებელია, უნდა დავსხდეთ ერთად და ვილაპარაკოთ ხვალიდელი ქუთაისისა და საქართველოს აღმშენებლობაზე, წარმატებულ დღეებზე, ამ კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური კრიზის პერიოდში. ასე გადარჩება სრულიად საქართველო. მთავარია ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი. რაც შეეხება ოპოზიიცის ბოიკოტს ეს უჩველო არ არის 2016 წლის შემდეგ მესამედ ხდება ქუთაისში. სამწუხარიოა და მე ასე მგონია, პასუხი ამ ბოიკოტს უნდა გასცეს ამომრჩეველმა, ვინც მათ პირველ ტურში ამდენი ხმა მისცა და ალბათ დასაფიქრებელი ფაქტია მიტოვება ამომრჩევლის. მე ვიქნები ქუთაისის ის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც როგორც ოპოზიციის ასევე მმართველი გუნდის ხმებს დავიცავ, თუ რა თქმა უნდა ქუთაისი ამირჩევს და მანდობს ამ არჩევანს.” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.