LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ,” “ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის” – როგორ შეფასდა NDI-ის კვლევა

დაპოსტა 2019/09/17-ში
92
ნახვა
გაზიარება

“ძალიან დიდი და საგანგაშო მაჩვენებელია”, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც უგულავამ განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის იმედი აღარ აქვთ, რომ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით, შეიძლება რაიმე სასიკეთო მოხდეს.

“ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი  NDI-ის კვლევების შედეგებს.

რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, მოსახლეობაში ნიჰილიზმის და სკეპტიკური განწყობების შემდეგ მეორე მთავარი პრობლემაა“.

როგორც მან აღნიშნა, კვლევების მიხედვით გამოჩნდა, რომ მოსახლეობა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ვერ ხედავს, რაც ასევე სამწუხაროა.

“რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია მათსავე კვლევის შედეგებზე და არა იმ კვლევაზე, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

“დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ. მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“, თუ ზაქარია ფალიაშილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და სწორედ თქვენ სრულდებით. ეს არის ვერდიქტი თქვენი 7-წლიანი მუშაობისა, რაც NDI-ს კვლევის სახით ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას.” – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ  განაცხადა.

“ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყველაზე ადეკვატური შეფასება იმ რეალობაზე, რომელშიც უწევთ მათ ცხოვრება”,- ასე აფასებს    “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალმე სამადაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სალომე სამადაშვილის თქმით, კვლევის ამ მაჩვენებელის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ “ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის”.

“ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული წინსვლაა უმუშევრობის მიმართულებით, მაგრამ არა იმ დონით, რაც დააკმაყოფილებდა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მათი უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება.

კახა კალაძის თქმით, უმუშევრობის პრობლემასთან მიმართებით კიდევ ბევრია სამუშაო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

თეგები: ndiგია ვოლსკიგია ხუხაშვილიკახა კალაძეკვლევარომან გოცირიძესალომე სამადაშვილიუმუშევრობაჯანდაცვა
გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
336
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
61
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
42
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
82
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
38
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
899
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
160
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».