ქუთაისში ,,ქართული ოცნების” ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარის სახელური დააბოქლომეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების პროცესში ჩაიმსხვა მინდა.
გაერთიანებულ ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ოფისის დაბოქლომება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარლამენტის დაკონსერვების შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია.
“გვხვდებინ ჩხუბით და ეს არის ქართული სტუმარ მასპინძლობა. ქუთაისში მზადდება პარლამენტის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა შემდეგი გასხვისებისთვის. პარლამენტის დაბოქლომება და დაკონსერვება ქუთაისის და იმერეთის დაკონსერვებაა და ამით იკარგება პერსპექტივა, რომ დავაბრუნოთ პარლამენტი ქალაქში.
ეს იყო სიმბოლური პასუხო ჩვენი მხრიდან. დასაბოქლომებელი კი არა დასასამარებელია პოლიტიკური მნიშვნელობით, ვისაც ქუთაისში პარლამენტი არ უნდა.” – განაცხადა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ მიხეილ ჟორჟოლიანმა.
“საზოგადოებას ატყუებენ რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა დგას აქ. რა დროს ნაცია, დაგვამხეს ქვეყანა თავზე, პირდაპირი მოღალატეები არიან. გამოდით და დადექით თქვენი ქვეყნის და არა ნაციონალური მოძღაობის ან ვინმეს ინტერესების გვერდით, ფორმაც გაიხადეთ . პოლიცია უნდა იცავდეს ქართველ ხალს და არა ქართულ ოცნებას. კანონით და სამართლით გასამართლდება ესენი სუყველა.” – განაცხადა პარტიის “კანონი და სამართალი” წარმომადგენელმა ტარიელ მარგველაშვილმა.
დაპირისპირებამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლა (+ვიდეო)