ბათუმში, ე. წ. ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის შედეგად მოკლული 1977 წელს დაბადებული, 44 წლის გია ბოლქვაძეა. ის ე. წ. „ოცნების ქალაქში“ დაახლოებით 8 წელია ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილის ოჯახში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც სხვა ადგილზე გადაინაცვლეს და ჩხუბი გააგრძელეს.
„სახლში დალეწილია ყველაფერი კი ხედავთ, სისხლიც არის სააბაზანოს შესასვლელთან, აქ მოხდა ჩხუბი, მაგრამ როგორც ვიცით, შემდეგ წავიდნენ აქვე სხვა ადგილას და იქ მოხდა მკვლელობა“,- აცხადებენ მეზობლები.
გარდაცვლილს ცივი იარაღით კისრის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა. შემთხვევის შედეგად დაჭრილი მეორე პირი კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი. ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის.