გორში დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა.
ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.