LIVE TV
კვირა, დეკემბერი 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დამოუკიდებელი საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს

დაპოსტა 2019/07/30-ში
176
ნახვა
გაზიარება

30 ივლისს, 19:30 საათზე, ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნება .

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შორის ჩატარდება ტურნირი 3×3 კალათბურთში, რის შემდეგადაც ღონისძიების სტუმრები გადაინაცვლებენ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ნიუვანი“.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მე-5 ევრობასკეტი იქნება.

ჯგუფური ეტაპი (4 სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეი-ოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისმა ევრობასკეტს ერთადერთხელ, 1965 წელს მოსკოვთან ერთად უმასპინძლა (ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა).

2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკივარს დაიტევს. ბათუმის მშენებარე სტადიონთან ერთად, ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

თეგები: ევრობასკეტიევრობასკეტი 2021კალათბურთილისის ტბასპორტისპორტის სასახლე
გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა ოთარ ჯაფარიძემ ქართული ჭიდაობის მე-2 საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

დეკემბერი 1, 2025
27
მთავარი

ქუთაისელმა ოთარ ჯაფარიძემ ქართული ჭიდაობის მე-2 საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. 29–30 ნოემბერს, ბათუმში, იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარებისადმი მიძღვნილ მე-2 საერთაშორისო ტურნირზე, ქუთაისელმა ოთარ ჯაფარიძემ, +81 კგ წონით კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ოთო ჯაფარიძე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა

ნოემბერი 24, 2025
87
მთავარი

2025 წლის 22-23 ნოემბერს საბერძნეთში, (სალონიკი) გამართულ ძიუდოს ევროპის თასზე, ქუთაისელი ოთარ ჯაფარიძე ვიცე ჩემპიონი გახდა. წონით +90 კგ.

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ნოემბერი 24, 2025
28
მთავარი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. შეჯიბრების დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ტურნირზე საქართველოს, ირანის, გერმანიის, პოლონეთის, სომხეთისა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნის გუნდები...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ნაკრები დღეს ​სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება

ნოემბერი 18, 2025
67
მთავარი

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს და ბულგარეთს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა „მტკ...

დაწვრილებითDetails

ზურიკო ჯოჯუა “THE CAGE MMA”-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნოემბერი 17, 2025
55
მთავარი

ხრიდოლიონი ზურიკო ჯოჯუა შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი გახდა ,the cage mma-ს ვერსიით და დაეუფლა ქამარს 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბრძოლა დასრულდა მეორე რაუნდში ტქენიკური ნოკაუტით. ზურიკო ჯოჯუამ ორგანიზაცია Cage MMA...

დაწვრილებითDetails

„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ დაამარცხეს

ნოემბერი 8, 2025
145
მთავარი

„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ ანგარიშით 43:30 დაამარცხეს. გუნდებს შორის დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენა“-ზე მიმდინარეობდა.

დაწვრილებითDetails

ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ნოემბერი 3, 2025
19
მთავარი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში, 3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება...

დაწვრილებითDetails

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
3.4k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
855
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოქტომბერი 15, 2025
28
მთავარი

მერაბ დვალიშვილი 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს - ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს ამჯერად, 7 დეკემბერს დაიცავს და მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».