სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში მდინარეში მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.