საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ის ბოლოს ნახეს. მასთან კონტაქტი 25 ოქტომბერს გაწყდა.
ბოლო ინფორმაციით, ის ტაქსის მძღოლმა ზემო ლელუბანში, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე აიყვანა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.
ოჯახი 29 წლის ბიჭის გაუჩინარებას მის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებდა. ამის შესახებ სანდროს დედამ, ნინო ლოლაძემ “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.
“აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ… ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა… დაგვემშვიდობა, მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო” – უთხრა “კურიერს” სანდრო ბერაძის დედამ.
საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.