LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაკავებულია 8 პირი . შსს-მ ,,ქურდული წესით” გარჩევის ვიდეო გამოაქვეყნა

დაპოსტა 2022/06/17-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება

როგორც ირკვევა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რის შემდეგაც შსს-მ ოპერატიული სამუშაოების შედეგად 8 პირი დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის – თორნიკე მარსაგიშვილის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს “ქურდული” მენტალიტეტისა და “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის – რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. – ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის – ასლან ქობულაძის, მეტსახელად – „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად “ფაჩიჩა”), – “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ძმები – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი – 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად “კამო”) “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად “ბალუ”), მას „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს – ბრალდებულებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს

აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს – რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი – რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლი ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისში 7 აპრილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ მისამართებზე შუქი გაითიშება:   13:45 საათიდან  15:30...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცემის მიზანია ფართო...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
როგორი იქნება დღეს სააღდგომო მსახურება ტაძრებში?
მთავარი

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. სასულიერო პირების განმარტებით, ეკლესიის ახალი...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 694 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.35%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"