LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა

დაკავებულებს შორის არიან ცნობილი მხატვარი, ყოფილი პოლიციელი და ტაქსის მძღოლი

დაპოსტა 2026/04/09-ში
A A
6.3k
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიან პატიმრობაში გაუშვა.

დაკავებულებს შორის არიან ცნობილი მხატვარი, ყოფილი პოლიციელი და ტაქსის მძღოლი, რომელსაც, როგორც დღევანდელ პროცესზე თავად განაცხადა, მგზავრებმა 2 000 ლარი წაართვეს, რის შემდეგაც მის მეგობრებს დახმარება სთხოვა, რომელთა შესახებაც არ იცოდა, რომ ისინი კრიმინალურ სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებულები.

ამასთან, ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი კაპანაძემ, რომელმაც სასამართლოში ვრცლად ისაუბრა მის საქმეზე, თქვა, რომ ამ საქმეში თავად არის დაზარალებული, მისი თქმით ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რის გამოც 32 დღის განმავლობაში ლოგინიდან ვერ დგებოდა და მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდა თავის ბავშვობის მეგობარს [“ფაიფურას”] მიმართა და დახმარება სთხოვა.

“ადამიანებს კრიმინალებად ნუ აქცევთ. თუ მე კრიმინალს დამარქმევთ, მართლა ისეთ კრიმინალად ვიქცევი, როგორიც ჯერ არ გინახავთ.

მე თავად დაზარალებული ვარ – 21 დღე ვიწექი, ყბა და სახე დამსხვრეული მქონდა. 32 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. ვის მივმართე, ხალხო? სირცხვილი არ არის? ვინმემ გამოიძია ჩემი ცემის საქმე?

აქეთ დამასახიჩრეს – ფეხზე თუ დავდგებოდი ოდესმე, არავის ეგონა. და ახლა რისთვის მასამართლებთ? იმისთვის, რომ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობ?

“ფაიფურა” ჩვენ ბავშვობაში შევარქვით. ფაფას არ ჭამდა და დედა ეუბნებოდა – ჭამე, ნუ ხარ ფაიფურაო. მეზობლებმაც ასე დავუძახეთ.

რა კავშირი აქვს ამას “კანონიერ ქურდებთან”? ეს რომ მდომოდა, ბიძა მყავს კანონიერი ქურდი, მაგრამ მასთან კონტაქტი წლებია შეწყვეტილი მაქვს,” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ სასამართლოში.

ღევანდელ პროცესზე დუმილი გიორგი კაპანაძის გარდა არცერთ ბრალდებულს არ დაურღვევია.

ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე “ტურიკელა”, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. “მაყურებლების” — “ფაიფურასა” და “გრიშიჩის” დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის “ტურიკელაზე”, ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ “ფაიფურა” და “გრიშიჩი”. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, თუ როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.

გაზიარება2537

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი-თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების...

დაწვრილებითDetails

თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თეთრიწყაროში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მაღრაძის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30...

დაწვრილებითDetails

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში ნახეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა - უწყებაში მედია 11:00 საათზე დაიბარეს. ვინ იქნება სპიკერი ან რა თემაზე გაიმართება ბრიფინგი ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

30 მაისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +18 - წვიმა   სოხუმი +19 - უმეტესად ღრუბლიანი   ზუგდიდი +19 - წვიმა   მესტია...

დაწვრილებითDetails

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, შეხვედრა მოგიწიოთ ხელმძღვანელობასთან, ან იმ ადამიანებთან, ვისზეც ხართ დამოკიდებული, გახსოვდეთ, რომ დღევანდელ გეგმებს გრძელვადიანი და ეფექტური შედეგები მოჰყვება.   კურო   იმოქმედეთ გონივრულად და ნუ დახარჯავთ ენერგიას...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს. არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება. საქმეში...

დაწვრილებითDetails

დოლარის ფასი შეიცვალა – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"