საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ხურვალეთში, დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს.
როგორც ჟურნალისტებთან დათა ვანიშვილის შვილმა ნანა ვანიშვილმა განაცხადა, დაკრძალვას რამდენიმე ნათესავიც ესწრება, ხოლო დედამისი საკუთარი კარ-მიდამოს დატოვებას არ აპირებს.
“დედაჩემი მოიქცევა ისე, როგორც მამაჩემმა უთხრა, “შენს სახლში იყავი, არსად არ წახვიდეო”. სად წავიდეს აბა?! სად უნდა წავიდეს, ეს მისი სახლია“, – განაცხადა ნანა ვანიშვილმა.
ცნობისთვის, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.