ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა იზღუდება. როგორც ქუთაისის მერიიდან იუწყებიან იწყებიან დავით აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო გზების დეპარტამენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 28 სექტემბერს, დილიდან, მოძრაობა შეიზღუდება აღმაშენებლის გამზირის მარჯვენა მხარეს, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე.
აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი 7 თვიანია. პირველი ეტაპის დასრულებას ერთიდან ორ თვემდე დასჭირდება, რის შემდეგადაც აღნიშნულ ქუჩაზე გზის სხვა მონაკვეთზე შეიზღუდება მოძრაობა.