ინტენრეტგამოცემა “Thetoptens”-მა, რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა ცნობილი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთვარსარდლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელში მესამე ადგილს ქართველი უდიდესი მეფე, დავით IV აღმაშენებელი იკავებს. ჯამში გამოცემამ მსოფლიოს ყველა დროის 20 საუკეთესო მთვარსარდალი დაასახელა.
“მეგა ტვ” საუკეთესოთა ხუთეულს შემოგთავაზებთ:
5)ჰანიბალი – კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში. იგი რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი იყო.
4)ნაპოლეონ ბონაპარტი – საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში.
3) დავით IV აღმაშენებელი – საქართველოს მეფე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
2) ჩან ხინგ დაო – ვიეტნამელი მხედართმთავარი, რომელმაც წარმატებით შეაჩერა მონღოლთა მესამე შემოსევა 1287—1288 წლებში.თეორიული ბრძოლების ავტორი სამხედრო საქმეში.
1)ალექსანდრე მაკედონელი – ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდილამდე დაიპყრო იმ
დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო.