დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმებს პაციენტისადმი უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 80 წლის ქალბატონს , ენრიკო კოღუაშვილს , რომელიც გაწერიდან მალევე გარდაიცვალა. პაციენტი 2013 წელს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ბარძაყის ყელის მოტეხილობით გადაიყვანა. თუმცა პაციენტს ოჯახის წევრისა და მისი ადვოკატის თქმით , არანაირი დახმარება არ ჩატარებია . ბინაზე არ გაატანეს არც დანიშნულება და რეკომენდაცია. გაუკეთეს მხოლოდ რენტგენოგრამა . პაციენტი სახლში გაუშვეს და მალევე, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტომ ექიმებს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მისცა . გარდაცვლილის შვილი მერაბ კოღუაშვილი და ადვოკატი მეექვსე წელია სამედიცინო პერსონალის ნაწილის, კერძოდ, ორთოპედის, გიორგი ღვინჯილიასა და მიმღები ექიმის, მარიკა ჩიხლაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
გარდაცვლილის შვილი მერაბ კოღუაშვილი ამბობს, რომ მთვარი მიზეზი, რის გამოც ექიმებმა დედამისის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს, ფულია. ექიმებმა ოპერაციის გასაკეთებლად 4000 ლარამდე თანხა მოითხოვეს. 80 წლის ელიკო კოღუაშვილის საქმეს მეექვსე წელია პროკურატურა იძიებს. გამოძიება 116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულსიხმობს, თუმცა, მომხდარში სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა ამ დრომდე არ გამოკვეთილა. მერაბ კოღუაშვილი სახალხო დამცელს მოუწოდებს მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს გამონაკლისის სახით საქმის მასალებზე წვდომა.