გურჯაანში შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა, 24 წლის ი.ნ-მ მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია მოთავსებული. , ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ – მკერდის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი , გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ, შ.ც.-ს.
პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. მამაკაცი საჩხერიდანაა და სოფელ ვეჯინში სტუმრად იმყოფებოდა.