სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცს, ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“კურიერის” ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.