LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გუმათჰესი ცუდადაა აშენებული, საღორიის ტყე გუმათჰესთან ლპება” – ზიანი, რომელიც ჰესებს მოაქვს

“გუმათჰესი ცუდადაა აშენებული, საღორიის ტყე გუმათჰესთან ლპება” – ზიანი, რომელიც ჰესებს მოაქვს

დაპოსტა 2019/08/12-ში
A A
925
ნახვა
გაზიარება

ბოლო დროს ჰესების მშნებლობის არაერთი პროექტი გახდა სკანდალისა და საზოგადოების მღელვარების მიზეზი. არადა საქართველოში უკვე წლებია, რამდენიმე დიდი ჰესი მუშაობს. რა რისკებს შეიცავს ეს ნაგებობები და რისთვის უნდა ვიყოთ მზად?  ჰესების მშენებლობა მსოფლიოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო. მას შემდეგ ტექნოლოგია განვითარდა და დაიხვეწა. შეფასდა ზიანისა და სარგებლის მოტანის ხარისხიც. shin.ge-ს რესპონდენტი, ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, “მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი თქმით, საქართველოში ჰესებისადმი ჯერაც ის მიდგომებია, რომლებზეც ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დიდი ხანია უარი თქვა. ის

განმარტავს, რა რისკები გააჩნია ჰესს გარემოსა და მოსახლეობის მიმართ.

– ზიანი დამოკიდებულია პროექტის დიზაინსა და ადგილზე. ცალსახად რომ ვთქვათ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ან რა დადებითი აქვს ჰესების არსებობას, არ შეიძლება. მაგალითად, რა ზიანის ან სარგებლის მოტანა შეუძლია ქირურგიულ ოპერაციას ავადმყოფისთვის? – ხომ გააჩნია ავადმყოფს, რამდენად სჭირდებოდა მას მკურნალობისთვის ოპერაცია. ეს შეიძლება შევადაროთ ჰესების მშენებლობის პროექტს. ზოგადად, ჰესები იყოფა სხვადასხვა დიზაინისა და ზომის მიხედვით. დიდ ჰესებად ითვლება ჰესები, რომელთა კაშხალის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. 2000 წელს მსოფლიო კაშხლების კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი კაშხლები იმდენად ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, რომ ისინი არ შეიძლება განხილულნი იყვნენ, როგორც განახლებადი მწვანე ენერგია იმიტომ, რომ მათ მიერ მიყენებული ზიანი გარემოზე ძალიან დიდია. ჰესებს, როგორც წესი, ახასიათებს წყლის დაგუბება, დაგუბების დროს ტყეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ასე შემდეგ, საბოლოოდ იკარგება და ნადგურდება. შედარებისთვის გეტყვით, ნენსკრა ჰესის აშენების შემთხვევაში განადგურდება დაახლოებით 400 ჰექტარი ტყე. 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად , ბორჯომში 250 ჰექტარი ტყე დაიწვა. ეს ზიანი სახელმწიფო კომისიამ შეაფასა მილიარდ დოლარად. წარმოიდგინეთ, 400 ჰექტრის უკვალოდ დაკარგვა, ორჯერ აღემატება ამ ზიანს. ჰესები ღუპავენ და აფერხებენ თევზების მიგრაციას. დიდი თუ მცირე კაშხალით გადაიღობება მდინარე, მისი ზედა ნაწილიდან ქვედა ნაწილისკენ აღარ მიდის საკვები ნივთიერებები, რომელიც ასაზრდოებდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ჩვენთან ჰესებისადმი გამოიყენება მიდგომა, რომელზეც ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დიდი ხანია უარი თქვა.

არის დემაგოგიური განცხადებები, რომ მცირე ჰესს არ შეუძლია ზიანი მოუტანოს გარემოს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ევროკავშირი 5 ძირითად რეკომენდაციას გამოხატავს ჰესებთან მიმართებით:
1.ხელშეუხებელი ზონების გამოყოფა, სადაც აიკრძალება ახალი ჰესების მშენებლობა.
2. არსებული ჰესების განახლება და მოდერნიზება უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ახალი ჰესების მშენებლობა და მათგან გამოწვეული ზეგავლენა.
3. ეკოლოგიური სტანდარტების დაწესება როგორც ახალაშენებული, ისე განახლებული ჰესებისათვის.
4. აუცილებლად უნდა ჩატარდეს დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რომ განისაზღვროს, გარემოზე მიყენებული ზიანი მეტია თუ ეკონომიკური სარგებელი.
5. პროექტის ზომა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლისგანაც გაუარესდება წყლის ობიექტის ხარისხი და დაირღვევა ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.
ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ მცირე ჰესსაც შეუძლია ძალიან დიდი ზიანის მიყენება გარემოსთვის. პანკისის მოსახლეობა რასაც ითხოვს ახლა, ზუსტად ემთხვევა ევროკავშირის მოთხოვნებს. ის მთავრობის ჩინოვნიკები თუ ბიზნესმენები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამბობენ, არიან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები და ემხრობიან, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი.

– მიწისძვრას ან სხვა ბუნებრივ კატასტროფას თუ შეუძლია დააზიანოს ჰესი, რა საფრთხე არსებობს ამ თვალსაზრისით?
-საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა კატასტროფამ, არასწორმა საინჟინრო გადაწყვეტილებამ. საქართველოში სიდიდით მეორე ჰესი შუახევი ჰესია, რომელიც 2 წლის წინ აშენდა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არასწორად ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, არ დაგვიჯერეს და აშენებიდან 2 თვის შემდეგ ჩამოინგრა. ზიანმა მინიმუმ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

– ამ დროს ადამიანებს რა ზიანი შეიძლება მიადგეთ?
-გააჩნია, ადამიანები სად ცხოვრობენ ამ ობიექტიდან. მაგალითად, ჟინვალჰესის დოკუმენტაციაში წერია, ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ნახევარ საათში 18 მეტრიანი ტალღა ურტყამს მარჯანიშვილის ხიდს. სხვათა შორის, ახლა საკმაოდ დაზიანებულია. თბილისს რომ 18 მეტრიანი ტალღა გადაუვლის, რა მოხდება? შეადარეთ, რა გამოიწვია ამაზე გაცილებით პატარა ტალღამ 2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში.

– საქართველოში, ძირითადად, რომელი სოფლები და ქალაქებია რისკის ქვეშ?
– ზუსტად დასახელება არ შეიძლება, მაგრამ იმის გამო, რომ ქუთაისთან გუმათჰესი ცუდადაა აშენებული, საღორიის ტყე გუმათჰესთან ლპება. წელიწადში ორჯერ იტბორება სოფელი ბაში. არც თუ ისე იშვიათია ადამიანების დაღუპვის ფაქტი. თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ზუთხის ექვსი სახეობა, რომლის საქვირითე ადგილები აქ იყო, გადაშენების საფრთხის წინაშეა. ყოველწლიურად, ვიდრე ჰესები აშენდებოდა, იჭერდნენ დაახლოებით ორ ტონამდე ზუთხს, 50-დან 80 ტონამდე კალმახს და დაახლოებით 9 ტონა შავი ზღვის ორაგულს. მას შემდეგ, რაც ჰესები აშენდა, ყველა ეს სახეობა საფრთხის წინაშე დადგა. კომერციული მოპოვება აღარ არსებობს, ზოგიერთი სახეობას კი გადაშენება ემუქრება. გარდა ამისა, როდესაც კაშხალი კეტავს მდინარეს, მას ზღვისკენ ვეღარ ჩამოაქვს ინერტული მასალები ანუ ქვა-ხრეში, რის შედეგადაც სანაპიროს ნელ-ნელა იტაცებს წყალი. ბათუმის ბულვარს ზღვა ძალიან მალე წაიღებს იმის გამო, რომ მდინარე ჭოროხზე, რომელიც 70 პროცენტზე მეტს ავსებდა შავი ზღვის სანაპიროს, 2 ათეულზე მეტი ჰესი აშენდა და შენდება თურქეთში. შემდეგი 500 წლის მანძილზე ერთი ქვაც აღარ ჩამოვა სანაპიროზე. საქართველოში ამ მდინარეზე სამ ჰესს აშენებენ, სხვათა შორის, თურქული კომპანიები, რაც ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სანაპირო მუდმივად წაირეცხება. გარდა ამისა, ჰესების მშენებელი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული კომპანიები არიან, რომელიც რუსული ბიზნესის მფლობელობაშია და ეს კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

P.S. ამ დროისთვის საქართველოში 17 კაშხალი ფუნქციონირებს.

shin.ge

თეგები: გუმათჰესისაფრთხესაღორიის ტყეტალღაჰესი
გაზიარება400

დაკავშირებული -პოსტები

მკვლელობა მცხეთაში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

13 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და და ზოგან ძლიერი ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +13 გრადუსი, რუსთავში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა ,...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

დაწვრილებითDetails

4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

  არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გალის სასწრაფოს ბრიგადამ ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადმოიყვანა, საიდანაც ბავშვი, თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი ბათუმის კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს..   ამ...

დაწვრილებითDetails

12 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
რა შეიძლება გამოიწვიოს ზამთარში ქუდის გარეშე სიარულმა – ექიმი განმარტავს
ამინდი

თორმეტ აპრილს საქართველოში იქნება ცვალებადი ამინდი. ზოგ რეგიონში წვიმა და ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +23 გრადუსი, ქუთაისში და ბაკურიანში დაფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +2 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა – როგორია ფასები საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს. ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"