LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გული ორჯერ გაუჩერდა” – ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს

“გული ორჯერ გაუჩერდა” – ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს

დაპოსტა 2025/12/05-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაციენტს კლინიკაში მიყვანამდე, გაჩერებული გული აუმუშავეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.

“თბილისის სასწრაფო დახმარების მე- 14 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში შევიდა.

ადგილზე უსწრაფესად მისულ 1432 ბრიგადას 55 წლამდე მამაკაცი გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება ანამნეზში არ ჰქონდა. მამაკაცს წინა დღითაც ჰქონდა მსგავსი სიმპტომი და სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.

ექიმმა პაციენტს, რომელიც ციანოზური იყო, სწრაფად მიაწოდა შესაბამისი მედიკამენტი და დაიწყო ელექტროკარდიოგრამის გადაღების პროცესი, პარალელურად მოხდა პაციენტის ვენის კათეტერიზაცია. წნევა ნორმის ფარგლებში ფიქსირდებოდა. ელექტროკარდიოგრამაზე უკანა ქვედა კედლის ინფარქტი დაფიქსირდა.

მოულოდნელად მამაკაცმა გონება დაკარგა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ექიმმა მარიამ უდესიანმა გამოიყენა ელექტროდეფიბრილაცია, პარალელურად პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, მეორე შოკის და ადრენალინის შემდეგ დაფიქსირდა სინუსური რითმი და პაციენტი გონს მოვიდა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და ფორსმაჟორში დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

კლინიკაში შესვლამდე პაციენტმა გონება ისევ დაკარგა, სასწრაფოს ბრიგადას გაჩერება მოუწია. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით, გონზე მყოფი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ბინაზე გაეწერა.

მალევე მამაკაცის მეგობარი ექიმ მარიამ უდესიანს დაუკავშირდა, მოგვიანებით კი თავად პაციენტმა დარეკა და ექიმს მისი გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

მარიამ უდესიანი 15 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია. ექიმისთვის ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც წარმატებით შეძლო პაციენტის გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა.

#გვეამაყებაექიმი მარიამ უდესიანიუმცროსი ექიმი ნატო ჩოკოშვილი მძღოლი გელა კოპაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად.”

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"