დალეწილი სტალაქტიდები, დამტვრეული და განადგურებული ნაღვენთი ელემენტები – ქუთაისში, ახლადაღმოჩენილი ჭახათას მღვიმე დააზიანეს -ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ_ერთი წარმომადგენელი ვახტანგ სიხარულიძე ავრცელებს. სწორედ მან აღმოაჩინა დაახლოებით ერთი წლის წინ უნიკალური მღვიმე ქუთაისში. როგორც სიარულიძე ამბობს, რომ ვანდალიზმის ფაქტებმა თავი მღვიმის აღმოჩენიდან მცირე ხანებში იჩინა და თუ კი ასე გაგრძელდება, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა.
ვახტანგ სიხარულიძე მღვიმის დაზიანების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით ნაღვენთ ელემენტებს შესაძლოა ტურისტებზე ყიდიან. სიხარულიძე ამ ეტაპზე დამცავი კარისა და ბანერის განთავსებას ითხოვს, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ ეს არის ძეგლი და დაზიანების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მღვიმის აღმომჩენი ფიქრობს, რომ ჯობდა ძეგლის შესახებ არ გაეხმაურებინა.
ვახტანგ სიხარულიძე გეოგრაფიის ინსტიტუტსა და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მისი თქმით აუცილებელია მღვიმეში კონსერვაციისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდეს.