ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი, მულა აბდულ ყაიუმ ზაქირი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
ამერიკელმა სამხედროებმა ზაქირი 2001 წელს დააკავეს. გუანტანამოს ციხე მან 2007 წელს დატოვა.
ჯერ კიდევ საპატიმროში მულა აბდულ ყაიუმ ზაკირმა პირობა დადო, რომ ბრძოლის ველზე აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა გათავისუფლებისთანავე ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა დაიწყო.