LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

“გრძელდება თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა” – კობახიძე

დაპოსტა 2025/06/02-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, გამოსარჩევია გასულ წელს ჯავშანსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვა , – ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ პრემიერ მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტში 27 ივნისს წარადგენს

ამასთან, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გრძელდება თანამშრომლობა ნატოს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ფარგლებში.

„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით.

ტოტალური თავდაცვის ქოლგის ქვეშ, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ეროვნული მედეგობის განმტკიცებას, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებას, წინააღმდეგობის ელემენტის შექმნასა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას.

მიმდინარე წლიდან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, დაიწყო არსებული კონცეპტუალური დოკუმენტების გადახედვა. შეფასდება „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021 − 2025“ და „თავდაცვის ძალები 2030“ დოკუმენტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება 5 წლის ჭრილში. აღნიშნული შეფასებისა და სამომავლო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ახალი დოკუმენტის (2026 − 2030) შემუშავება, განისაზღვრება სამომავლო ძალთა სტრუქტურა (2035) და განახლდება გრძელვადიანი განვითარების გეგმები.

კარგი მმართველობის პრინციპების განმტკიცების მიზნით, გრძელდება რისკის მართვის სისტემის პრაქტიკაში დანერგვა და დაგეგმვის პროცესში რისკის კომპონენტის ინტეგრირება.

ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში, სამოქალაქო ოფისის მდგრადობის, მოქნილობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, კერძოდ, ორგანიზაციული მოწყობის თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მოხდა სამოქალაქო ოფისის ოპტიმალურ სტრუქტურად გარდაქმნა და დაკომპლექტება.

თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით, აღსანიშნავია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის − „თავდაცვის ძალები 2030-ის“ პრიორიტეტების წარმატებით შესრულების მიმდინარეობა, რომლის პრიორიტეტები უკავშირდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერებას. მოსხენების თანახმად, იგი სრულად პასუხობს თავდაცვითი ომის ამოცანებს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდამჭერი შესაძლებლობების განვითარებას.

გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, გამოსარჩევია გასულ წელს ჯავშანსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვა.

მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში უკვე არსებული რადიოლოკაციური სადგურებისა და მართვისა და კონტროლის სისტემების ტექნიკური მომსახურების მრავალწლიანი პროცესი. გაფორმდა ხელშეკრულება ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის მოწოდებაც განხორციელდება ეტაპობრივად. დასკვნით ფაზაშია თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემის დანერგვა, რომელიც ემსახურება საჰაერო სივრცის ოპერირების კოორდინაციის გაუმჯობესებას.

ამასთან, გრძელდება თანამშრომლობა ნატოს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ფარგლებში. 2024 წლის განმავლობაში, წარმატებით დასრულდა ASDE-ის ღია კავშირის განახლების პროცესი. 2025 წლის განმავლობაში ნატოს მხარესთან კონსულტაციების ფარგლებში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები, საჰაერო ვითარების შესახებ საიდუმლო მონაცემთა გაცვლის კავშირის დამყარების უზრუნველყოფის მიზნით.

მიმდინარეობს არსებული საარტილერიო შესაძლებლობებისა და ცეცხლის მართვის სისტემების მოდერნიზება, რათა გაიზარდოს თავდაცვის ძალების ოპერატიული წვდომისა და მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობები. დაგეგმილია და მიმდინარეობს საარტილერიო ქვედანაყოფების საარტილერიო ცეცხლის მართვის თანამედროვე ციფრული სისტემებით დაკომპლექტება და საარტილერიო სადაზვერვო საშუალებების შეძენა“-ნათქვამია პრემიერის მოსხენებაში.

ამასთან, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაიზარდა საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების შესაძლებლობები, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის (მობილურობის საშუალებები) განახლების თვალსაზრისით. ამაღლდა საინჟინრო განაღმვის (EOD) ქვედანაყოფების მომზადების დონე, მათ შორის სამოქმედო პროცედურების ინტეგრირებისა და შესაბამისი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფის შედეგად.

„მიმდინარეობს საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების მობილურობის შესაძლებლობების ზრდა, მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკისა და მობილური ხიდების უზრუნველყოფით. ასევე დაგეგმილია ნატოს სტანდარტის შესაბამისი საწვრთნელი ველის მოწყობა.

მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ქვედანაყოფების მობილურობის, სისწრაფისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მანევრისა და გადაადგილების შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მიმდინარეობს ქვედანაყოფების დაკომპლექტება საკუთარი წარმოების „დიდგორის“ ტიპის მსუბუქად შეჯავშნული სატრანსპორტო-საბრძოლო საშუალებებით.

წარმატებით დასრულდა თავდაცვის ძალების ჯავშანტრანსპორტიორების პარკის შევსება თანამედროვე, მრავალფუნქციური დაჯავშნული მანქანებით. ამასთან, 2024 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილები, ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილია, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მაღალი გამავლობისა და სატრანსპორტო საშუალებების მიღება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამანევრო ქვედანაყოფების სხვადასხვა სახის რელიეფზე გადაადგილების უნარს“-ნათქვამია მოხსენებაში“-ნათქვამია მოხსნებაში.

მოსხენების თანახმად, ადგილობრივი წარმოების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პარკის აღდგენის პროცესის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა საფრენი აპარატების აღდგენითი სამუშაოები.

საავიაციო შესაძლებლობების შენარჩუნების/განვითარების მიზნით, მოდერნიზება ჩაუტარდა სასწავლო/სატრანსპორტო საფრენ აპარატებს, ასევე გარემონტდა შვეულმფრენები და სხვა საფრენი აპარატები.

მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე აღჭურვილობით დაკომპლექტება. რეკრუტირების/შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, ყოველთვიური დანამატი 1275.5 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გრძელდება სპეციალური ოპერაციების სარდლობის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო (სიმულაციური) სისტემების განვითარება. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სასწავლო ცენტრისთვის შესყიდულია თანამედროვე სიმულაციური სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპეციალური ოპერაციების ოპერატორების თანამედროვე სტანდარტებით მომზადებას.

დაწყებულია თავდაცვის ძალებში უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ძალების აღჭურვა-გადაიარაღებას სადაზვერვო, დამრტყმელი და ლოგისტიკური მომარაგების შესაძლებლობების მქონე უპილოტო საფრენი სისტემებით. ამასთან, იგეგმება თავდაცვის ძალების არსებულ სტრუქტურაში საშტატო რეორგანიზაცია და შესაბამისი ქვედანაყოფების ჩამოყალიბება.

მიმდინარეობს მუშაობა კონტრუპილოტო შესაძლებლობების განვითარებაზე. ამ ეტაპზე შესყიდულია უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე სტაციონარული, მობილური და გადასატანი აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემები, რომელთა მიღება და ინტეგრირება თავდაცვის ძალებში დაგეგმილია უახლოეს მომავალში.

ბრძოლის ველზე თავდაცვის ძალების დაცული, მდგრადი და ეფექტიანი მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აღჭურვა მოწინააღმდეგის ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისადმი მდგრადი ტაქტიკური რადიოსისტემებით. აღნიშნული სისტემების ტექნიკური მახასიათებლები თავსებადია ნატოს წევრი ქვეყნების რადიოკავშირის საშუალებებთან და უზრუნველყოფს კავშირის მაქსიმალურ დაცულობას.

მდგრადი კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შესაქმნელად, აქტიურად ხორციელდება კიბერსარდლობის ჩამოყალიბების პროცესი. დაგეგმილია თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, რაც მოიცავს თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებას/დანერგვას და ასევე უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სერვერული აპარატურის განახლებას. განხორციელდა კიბერუსაფრთხოების სასწავლო მოდულების ინტეგრირება სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებში. ამასთან, მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რეკრუტირება/გადამზადება“-ნათქვამია მოხსენებაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

„თვის ბოლოსკენ სასიამოვნო ბონუსს უნდა ელოდოთ…“ – ზაფხულის ფინანსური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

ვერძი ვერძს ფინანსურ საქმეებში მოულოდნელი შემობრუნება ელის. ვენერა  შემოსავლების სექტორში  თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ: შესაძლოა გადაწყვიტოთ სარისკო პროექტში ინვესტიციის ჩადება ან შემოსავლის ახალი წყაროს გახსნა. ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ თქვენს ინტუიციას,...

დაწვრილებითDetails

აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლაბაიძეებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის...

დაწვრილებითDetails

ატენში, მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ატენში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.- ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მოზაიკა ავრცელებს. “სამი დღე არ გამოჩნდა სახლში შევიდნენ და გარდაცვლილი ნახეს. სხვა არაფერი ვიცით”, -...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალისა" და "ვალეს" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული მ.ა, 1997 წელს...

დაწვრილებითDetails

“დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული…” – ცნობილია, სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, სანზონაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული 42 წლის რამაზ როგავაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

6 ივნისს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის,...

დაწვრილებითDetails

6 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ამინდი

6 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით 15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 6, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

მიწისძვრამ იტალიიის სამხრეთ ნაწილში, პომპეის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. ისტორიულ ადგილზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ნაქალაქარის ახლოს მდებარე ვულკანი „კამპი ფლაგრეი“. დაზიანდა ნაგებობა, სადაც რელიკვიები არ ინახებოდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"